25 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
სპეცოპერაცია ე.წ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ -შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 6 პირი დააკავა. ე.წ ქურდული წესებით საქმის გარჩევას, გამოძიების ვერსიით, წინ უძღოდა ორ პირს შორის დაპირისპირება, კონფლიქტის მოსაგვარებლად კი ახალგაზრდა მამაკაცებმა კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კონკრეტული მტკიცებულებები მოიპოვეს, მათ შორის მოსამართლის განჩინებით ჩაწერილია, ბრალდებულების სატელეფონო საუბრები. ვრცელი მასალა დღეს შინაგანს აქეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ფარულ ჩანაწერში ბრალდებულები ე.წ კანონიერ ქურდსაც ახსენებენ, კონკრეტულად კი ზვიად დარსაძეს. დარსაძე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს და მისი სახელი არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება.

"კურიერმა" დაკავებულების ვინაობა და დანაშაულის დეტალები გაარკვია. 24 წლის ლევან ლელაშვილი და 20 წლის გიორგი ინაური ქ.გორში, ერთ-ერთ საკვებ ობიექტზე მუშაობდნენ. ახალგაზრდებს ჩხუბი ყოფით ნიადაგზე მოუვიდათ. დაპირისპირება იმდენად გამწვავდა რომ ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

დაკავების ღონისძიება, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით ჩაატარეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, პოლიციამ კონკრეტული ნივთმტკიცებებიც ამოიღო. მათ შორის მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ .ე.წ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. სასამართლომ, ექვსივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

 

 

დღის ამბები