25 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ნიკა გვარამიასგან "ნაცმოძრაობის" კრიტიკა იგივეა, ჰიტლერის მთავრობის წარმომადგენელს რომ გაეკრიტიკებინა ფაშისტური რეჟიმი - მდინარაძე

ნიკა გვარამიასგან "ნაცმოძრაობის" კრიტიკა დაახლოებით იგივეა, რაც ჰიტლერის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს რომ გაეკრიტიკებინა ფაშისტური რეჟიმი - ყოველგვარი გადამეტების გარეშე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლები, "ნაცმოძრაობის" წევრები, სატელიტები საბანკო სექტორიდან თუ ა.შ. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ და დღესაც ერთ ჯგუფში არიან. უბრალოდ მათ აქვთ საარჩევნო მიზნები. როდესაც ჩვენ 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, რადიკალურ ოპოზიციას კი დაახლოებით 20%, დანარჩენი 20% არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლების სივრცე, რომლისთვისაც იბრძვის ყველა, მათ შორის ჩვენც. ახლა ნიკა გვარამია ცდილობს, ამ 20%-დან რამდენიმე პროცენტზე იმუშაოს და იბრძოლოს. ამ 15-20 პროცენტს უმიზნებს ხაზარაძეც, გვარამიაც. ცდილობენ, ხალხი მოატყუონ, გაემიჯნონ "ნაცმოძრაობას" და შექმნან ფონი, თითქოს "ნაცმოძრაობისგან" დამოუკიდებლები არიან. როგორ შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ ნიკა გვარამიას "არანაცობაზე". ისევე, როგორც ვერასდროს ჰიტლერის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ვერ ილაპარაკებდა იმაზე, რომ ემიჯნება ფაშიზმს, ასევე ვერ უნდა ილაპარაკოს ნიკა გვარამიამ, რომ ემიჯნება "ნაცმოძრაობას,"-აღნიშნა მდინარაძემ.

დღის ამბები