წალენჯიხაში, “ევექსის" კლინიკაში ახლად გახსნილი დიალიზის განყოფილება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ.
წალენჯიხაში მცხოვრებ პაციენტებს მკურნალობის კურსის გავლა, ზუგდიდის კლინიკაში უწევდათ.
სამედიცინო განყოფილება დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად არის აღჭურვილი, ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, მაღალკვალიფიციური მედპერსონალი ემსახურება. დიალიზის სერვისცენტრები ამოქმედდა სენაკსა და მარტვილშიც.