25 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ისტორიაში პირველად, უმცროსი "ბორჯღალოსნები" 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებენ

იტალიის ქალაქ პარმაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი გაიმართება. ტურნირში საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები მონაწილეობას პირველად მიიღებს, - ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, უმცროსი "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 30 მარტს შოტლანდიასთან გამართავენ, 3 აპრილს - საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს დაუპირისპირდებიან. ფესტივალში სულ რვა გუნდი მონაწილეობს.

ქართველი მორაგბეები მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში დაიწყებენ, პარმაში გამგზავრებამდე კი, 26 მარტს, ისინი "ლიონის" 18-წლამდელთა გუნდთან ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში ექვსი ერის გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვს - 2012-2015 წლებში ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები ამ თამაშებში მონაწილეობდნენ, 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული კი 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვეს.

დღის ამბები