25 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ. დოკუმენტი არეგულირებს კანაფის გამოყენებას სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობისთვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი რეგულაციის მიზანია, "შეიქმნას პირობები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად ონკოლოგიური დაავადებებისა და ომის შედეგად მიღებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობების სამკურნალოდ".

„საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მოუწიოს ომის ტკივილის, სტრესისა და ტრავმის ატანა, კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, რადაში სიტყვით გამოსვლისას.

დღის ამბები