25 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებას უკვე 6 წამყვან კლინიკაში შეძლებენ

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებას უკვე 6 წამყვან კლინიკაში შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკებები, დამატებით, თურქეთის 3 სამედიცინო დაწესებულებასთან დაასრულა. "აჯიბადემის", "ლივ ჰოსპიტალი“ და "ჰოსპიტალი მემორიალი“ - დაწესებულებებმა საქართველოდან ჩასულ ბენეფიციარებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება უკვე დაიწყეს.

თურქეთი, ესპანეთი და ისრაელი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საჭირო მკურნალობის კურსს გადიან. სამედიცინო დაწესებულებები შეირჩა დიდი გამოცდილების და ჩატარებული მკურნალობის შედეგების გათვალისწინებით.

პატარა გიორგი, ისრაელის იხილოვის სამედიცინო ცენტრში უკვე 5 თვეა მკურნალობს. დედა ამბობს, რომ სამედიცინო ჩარევებმა შედეგი უკვე გამოიღო. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ბენეფიციარების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო საზღვარგარეთ სრულად აფინანსებს. 300-მდე პაციენტისთვის 30 მლნ ლარამდე გამოყოფილი.

დღემდე, პროგრამით, 50-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს. პროგრამის ფარგლებში, სრულად ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი - ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.

დღის ამბები