25 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს - თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციას ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს. მათი ცნობით, დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

"გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად, გამოძიებამ, დაზარალებულის აქტიური ჩართულობით, შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე საქმეზე, ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურაც.

"ვინაიდან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურება 2013 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსჯავრდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები