25 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ აღარ იქნება, უფრო კომფორტულად იგრძნობს მოსკოვში თავს - ბადრი ჯაფარიძე

ივანიშვილი რომ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო კომფორტულად იგრძნობს მოსკოვში თავს ,- ამის შეახებ "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა. 

" ამ კაცს სჯერა, რომ ის არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ - ასეთი შეხედულების ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ დასავლეთი არის მისი მტერი და დე ფაქტო სანქციების ქვეშ აყენებს, ცხადია კომფორტულად ვერ იგრძნობს თავს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა სწრაფად ინტეგრირდება ევროპულ სივრცეში. ასეთი მენტალიტეტით ადამიანის ადგილი არის რუსეთში იმიტომ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ დასავლეთი არის მისი მტერი. როცა ასეთი მენტალიტეტი აქვს ადამიანს, შესაბამისად, მისთვის იქნება დისკომფორტი, როდესაც ქვეყანაში არის დამოუკიდებელი სასამართლო, როდესაც ქვეყანაში არის დამოუკიდებელი პროკურატურა, როდესაც ქვეყანა სწრაფად ინტეგრირდება ევროკავშირში და ამას გულისხმობდა, თორემ არავის გადასახლებაზე ჩვენ ათვლა არ გვაქვს. "ქართული ოცნებისგან" შეგნებულად ხდება დამახინჯება - კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, კანონის უზენაესობა ქვეყანაში დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ, ეს ნიშნავს, რომ კანონის მიმართ ყველა თანაბარი ვიქნებით. ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, ივანიშვილი რომ აღარ იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი მენტალიტეტის კაცი უფრო კომფორტულად იგრძნობს მოსკოვში თავს.

საარჩევნო დაპირება არის პენსიებზე, საარჩევნო დაპირება არ არის ივანიშვილის მოსკოვში გამგზავრება. საარჩევნო დაპირება არის ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" ჩამოშორება, საარჩევნო დაპირება არის ათასლარიანი პენსიების გაზრდა, საარჩევნო დაპირება არის მეგაპროექტების დასრულება, საარჩევნო დაპირება არის ახალგაზრდებისთვის  ანაზღაურებადი სტაჟირება - ეს არის საარჩევნო დაპირებები. შეგიძლიათ გადათარგმნოთ ეს გზავნილი ივანიშვილის დამარცხებად. ივანიშვილს აბსოლუტურად შეუძლია გაგრძელოს ცხოვრება საქართველოში. ჩვენი დაპირება არის ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დამარცხდეს იმისათვის, რათა ქვეყანამ შეძლოს სვლა ევროკავშირისკენ სწრაფი ნაბიჯებით იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი დაპირებების შესრულება.

ის განცხადება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ივანიშვილის მიმართ, რომ ის უნდა დამარცხდეს, არის აბსოლუტურად ნორმალური წინასაარჩევნო  გზავნილი და მიგვაჩნია, რომ  ეს კაცი კომფორტულად გრძნობს ისეთ პირობებში თავს, როდესაც აკონტროლებს ინსტიტუციებს. როდესაც ინსტიტუციები იქნება დამოუკიდებელი, დარწმუნებულები ვართ, რომ მისთვის ეს იქნებ დიდი დისკომფორტი  ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები