25 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პენსიის ზრდა იქნება ეტაპობრივი, 1000 ლარამდე კი 2028 წელს გაიზრდება

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში, პენსია პირველ ეტაპზე 200 ლარით გაიზრდება, 1000 ლარს კი 2028 წლამდე გაუტოლდება.

"არანაირი დაკორექტირება არ მომხდარა, ჩვენ ვიმეორებთ იმ დაპირებას, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შევასრულებთ და ეს დაპირება მდგომარეობს შემდეგში: პირველივე კოალიციური მმართველობის პერიოდში, ჩვენ შევძლებთ პენსია გავხადოთ 1000 ლარი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ გავზარდოთ პენსია ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად გამომდინარე იმ რესურსებიდან, რომელიც დღევანდელ ბიუჯეტშია გამოყოფილი. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ დღეს არის ბევრი ხვრელი, სადაც ხალხის კუთვნილი თანხა იკარგება. ჩვენ ამ ხვრელებს ამოვგმანეთ. პირველ რიგში, ბიუროკრატიული ხარების შემცირების გზით, კორუფციული ხვრელების ამოგმანვის გზით, ჩვენ შევძლებთ, რომ გამოვათავისუფლოთ მნიშვნელოვანი რაოდენობით თანხა, რომელიც მოხმარდება პენსიის გაზრდას",-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც "ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას პენსიების 1000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით იყო, ჯაფარიძე პასუხობს, რომ კუპრაძე 2024-2028 წელს გულისხმობდა. 

"ირაკლი კუპრაძის განზრახვა იყო ეთქვა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყება პენსიების ზრდა და ის დასრულდება 1000 ლარით, 2024-2028 წლის პერიოდში. ეს იქნება ეტაპობრივი - თავიდანვე ვიწყებთ 200 ლარით გაზრდას, შემდეგ ეს იქნება ეტაპობრივი ზრდა და დაგვირგვინდება 1000 ლარიანი პენსიით და მე ისიც მოგახსენეთ, რომ მესამე წლის ბოლოს გვექნება დამატებითი 6 მილიარდი ლარი 9%-იანი ზრდის პირობებში და ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 9%-იანი ზრდა. შესაბამისად, შესაძლებელია ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და პლუს, არსებულ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ასობით მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, პირველივე სამ წელში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ დამატებითი შემოსავლები, რომლებიც უზრუნველყოფს იმ რაოდენობით თანხას, რომ ჩვენ დავურიგოთ 1000 ლარი პენსია.", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დღის ამბები