25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
კვლევების თანახმად, "ლელო" დინამიურად ძლიერდება...ჩვენი ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვაზე კონცენტრირება - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევებითაც დასტურდება, რომ "ლელო" რეიტინგი 5%-იან ბარიერზე მაღალია.

მისი თქმით, "ლელო" დინამიურად ძლიერდება და ისინი შეეცდებიან 2-პოლუსიანი პოლიტიკური ველის დარღვევას.

"ჩვენ სტანდარტად ვერ ავიღებთ 2020 და 2021 წლის არჩევნებს გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები ჩატარდა უმსგავსოდ. წელს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უზრუნველყოფენ დამკვირვებლების საჭირო რაოდენობას. წელს, გვექნება ელექტრონული რეგისტრაციის საარჩევნო სისტემა, შეზღუდული იქნება გაყალბების რესურსი არჩევნების დღეს, მაგრამ ვიცით, რომ "ქართული ოცნება" გაყალბებას ახორციელებს არჩევნების დღემდე, როდესაც ხდება უამრავი უკანონო რესურსის გამოყენება, მათ შორის ფულადი რესურსების, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსები და სხვა. ამიტომ, ამ რისკების შესამცირებლად, აუცილებელია ბევრი გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომელთან გამოგზავნასაც უზრუნველყოფენ როგორც აშშ, ისე ევროკავშირი.

რაც შეეხება ჩვენ შედეგებს - ყველა კვლევით, "ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებითაც კი ვრცელდება ინფორმაცია, სადაც ჩვენი რეიტინგი "ქართული ოცნების" კვლევებს ვგულისხმობ, 5%-ზე მაღალია. ჩვენი ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვაზე კონცენტრირება. კვლევების თანახმად, ჩვენ დინამიკურად ვძლიერდებით, ჩვენი ამოცანაა, დაირღვეს 2-პოლუსიანი პოლიტიკური ველი, რომლის მაქსიმალურ გამყარებასაც ცდილობს "ქართული ოცნება". აღარ იქნება 2-პოლუსიანი ველი, იქნება მრავალპოლუსიანი ველი.

ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც მობეზრდათ "ქართული ოცნების" მმართველობა და არ უნდათ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება, ასეთი მოქალაქეების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე "ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ერთად. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა კონსოლიდირება იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაირღვეს ეს 2-პოლუსიანი ველი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები