25 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
პატარა ქვეყნების დახმარება პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური და მორალური პრიორიტეტია - მირჩა ჯოანა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას განცხადებით, ნატო-ში დიდი ყურადღება ექცევა ზღვაში წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და ფუძნდება სპეციალურ უწყება, რომელიც იმუშავებს მთავრობებთან და დაზვერვასთან, იმ მიზნით რომ რუსეთიდან მომავალი პოტენციური საფრთხეების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ.

მის განმარტებით, პატარა ქვეყნების დახმარება პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური და მორალური პრიორიტეტია.

"ჩვენ ვხედავთ, რომ შავი და ადრიატიკის ზღვები ტექნიკურად სხვადასხვა რეგიონებს ეკუთვნიან, თუმცა ერთ სტრატეგიულ სივრცეს წარმოადგენენ. თავად შავი ზღვა ძალიან კომპლექსური ზღვაა, მისი კონფიგურაციის, გეოგრაფიისა და რეგიონულ ძალთა ბალანსის გამო. შავ ზღვაშია ევროპული დაფინანსებით მიმდინარე პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილთან აკავშირებს. ეს დიდი პროექტია. ჩვენ ნატო-ში დიდ ყურადღებას ვაქცევთ ზღვაში წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და ვაფუძნებთ სპეციალურ უწყებას, რომელიც იმუშავებს მთავრობებთან და დაზვერვასთან, იმ მიზნით რომ რუსეთიდან მომავალი პოტენციური საფრთხეების შესახებ ინფორმირებულები ვიყოთ. ნატო-სთვის და პირადად ჩემთვის, ვინც ევროპასა და ნატო-ში ჩემი ქვეყნის გაწევრიანებაზე წლებია ვიმუშავე, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყნები, რომლებსაც დასავლეთთან დაახლოება სურთ: - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა თუ სხვები ბალკანეთში. თავად ამ ქვეყნებისთვის კი, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე წარმატებული სხვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ევროპასთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სტრატეგიული კავშირი. ამას მხარს ვუჭერ და ვახალისებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია დამსახურებაზე, და არაა უბრალოდ სტრატეგიული საჩუქარი რომელიც ომმა მოიტანა. ვფიქრობ, პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური და მორალური პრიორიტეტია ის, რომ დავეხმაროთ პატარა ქვეყნებს", - განაცხადა მირჩა ჯოანამ.

დღის ამბები