25 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ მოსკოვს რაიმე სახის მცდარი წარმოდგენა ჩვენი მზადყოფნის შესახებ და ჩვენი გადაწყვეტის წინაშე, რომ მოკავშირეებს დავიცვათ - იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში, "რამშტაინის" მორიგი შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში იმართება. შტატების თავდაცვის მდივანი დღევანდელ შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთვება. უკვე ბრიუსელშია ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ნაწილი, ისინი ორდღიან მინისტერიალში მიიღებენ მონაწილეობას.

ხვალ დილიდან, თავდაცვის უწყებების პირველი პირები ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე შეიკრიბებიან, სადაც განხილვის თემები უკრაინა და ქვეყნის სამხედრო დახმარება იქნება.

ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ, ასევე, ნატო მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, მეტი საომარი აღჭურვილობის წარმოებისკენ.

"75 წლის განმავლობაში, ნატომ შეძლო თავიდან აერიდებინა სამხედრო დარტყმა ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მოვახერხეთ იმიტომ, რომ გვქონდა მკაფიო კომუნიკაცია ყველა მოკავშირესთან იმ შინაარსით, რომ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ნებისმიერი წევრი ქვეყანა. ნატოს მთელი იდეაც იმაშია, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა მთელი ალიანსის პასუხისმგებლობას უკავშირდება. ნატოს მიზანი ომის თავიდან არიდება და მშვიდობის შენარჩუნებაა. ასე რომ, ნებისმიერი სახის დაშვება, რომ ჩვენ არ ვდგავართ მხარდამხარ და არ დავიცავთ ერთმანეთს - ძირს უთხრის ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას და ზრდის რისკებს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი საქმითაც და სიტყვებითაც გვქონდეს იმგვარი კომუნიკაცია, რომელიც დგას ნატო-ს პრინციპების ერთგულებაზე. კარგი ამბავი ისაა, რომ ნატო ზუსტად ამას აკეთებს, ჩვენ გვაქვს ამის უნარი და ამიტომაც არ ვგრძნობთ პირდაპირ საფრთხეს, რომელიმე ნატო-ს წევრის მიმართ, რადგან 2014 წელის შემდეგ, მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა. ეს სწორედ პუტინის უკანონო შეჭრას უკავშირდებოდა ყირიმში. ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ მოსკოვს რაიმე სახის მცდარი წარმოდგენა ჩვენი მზადყოფნის შესახებ და ჩვენი გადაწყვეტის წინაშე, რომ მოკავშირეებს დავიცვათ", - განაცხადა იენ სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები