25 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, ინფორმაცია მოისმინეს. წარადგინეს აგროდაზღვევის პროგრამისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების შესახებ აუდიტის ანგარიშები.
 
უწყებამ სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით 6 რეკომენდაცია გასცა. ანგარიშის თანახმად, გარკვეული ხარვეზებია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმებში.
 
სხდომას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრიც მოადგილეც. თამარ გაბუნიას განცხადებით, აუდიტის ანგარიშში მოცემული საკითხები ასახულია ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის დოკუმენტშიც, რომელიც მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა დეტალურ გეგმაზე.
დღის ამბები