25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რესტორან "გრინ პაბის“ ადმინისტრატორს და ამავე რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელს, წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ე.წ. ,,პრომო გოგონების“ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილი ტურისტები რესტორანში მიჰყავდათ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს ბრალდებულები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი, მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამ გზით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულად თანხას, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, სუდანის და ინდოეთის 5 მოქალაქის, დაახლოებით 16 000 ლარის ოდენობის ფულად თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.

ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები