25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ის ფაქტი, თუ სააკაშვილი არ ჩაუდგება ოპოზიციას სათავეში და არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რატომ იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამაზიანებელი? - ეკა სეფაშვილი

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი გაუგებრობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი ლიდერი და ვინ წარუძღვება არჩევნების პროცესს იქიდან გამომდინარე, რომ მათ ლეგიტიმურ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი არ აქვთ," - აღნიშნა "ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა შეაფასა ოპოზიციური სპექტრის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა ვერ უზრუნველყოფს კონკურენტულ არჩევნებს. 

"განცხადებები სააკაშვილთან დაკავშირებით რეალობას მოკლებულია, იქიდან გამომდინარე, რომ  რამდენადაც მე ვიცი ის უკრაინის მოქალაქეა და ამას ხაზს თავადაც უსვამდა თავის გამოსვლებში, როდესაც ამბობდა, რომ უკრაინა მის გულშია, ხან  ქართულად საუბარი არ ესმოდა, ხან უკრაინის ეროვნულ სამოსში ჩაცმული გვევლინებოდა. ის ფაქტი, თუ  სააკაშვილი არ ჩაუდგება ოპოზიციას სათავეში და არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რატომ იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამაზიანებელი?

როგორც ჩანს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი გაუგებრობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი ლიდერი და ვინ წარუძღვება არჩევნების პროცესს იქიდან გამომდინარე, რომ მათ ლეგიტიმურ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი არ აქვთ.  ვფიქრობ, ხუთ პროცენტიანი ბარიერიც რომ გადალახონ, მათთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება იმ გარემოებების გათვალისწინებით, რასაც ახლა ამ პოლიტიკურ ველზე ვხედავთ და ვაკვირდებით", -  განაცხადა  ეკა სეფაშვილმა. 

ის ასევე შეეხო პრეზიდენტის ირგვლივ  განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ამ უკანასკნელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, ხოლო თავად მილოცვის ტექსტი, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, დაგვიანებით, უკანა რიცხვით გავრცელდა. ამ მოსაზრებას იზიარებს ეკა სეფაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ როგორც ჩანს, ეს ოფიციალური წერილი არ იყო თავის დროზე გახმოვანებული.

"როგორც წესი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის განცხადებებს დროულად ავრცელებს და მას მედიაში შესაბამისი გაშუქება ახლავს თან. რადგან ეს არ მომხდარა, საფუძვლიანია ის ვარაუდი, რომ მას არ მიულოცია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტისათვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. იმის  გათვალისწინებით, რომ მოვისმინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მილოცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია, ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ეს განცხადება.  არაკორექტული მგონია მათი მხრიდან ასეთი ქმედება", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები