25 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ქვეყანა, სადაც ტურისტებისთვის გადაადგილება უსაფრთხოა - საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა

ქვეყანა, სადაც დღისა და ღამის საათებში გადაადგილება ტურისტებისთვის უსაფრთხოა - საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა და ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ დასახელდა.

დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია Numbeo-ს მონაცემებით, რომელიც მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორების გათვალისწინებით სიცოცხლის ხარისხს ზომავს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით ევროკავშირის წევრ 25 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. Numbeo-ს შეფასების სკალაში რომელსაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ტუროპერატორები ეყრდნობიან, საქართველომ 70 ქულა მიიღო, რაც მათივე შეფასებით, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტად ითვლება.

World of Statics-ის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მეოთხე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს პოზიტიური სტატისტიკა განსაზღვრავს ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურებისა და მათგან მიღებული შემოსავლების მკვეთრ ზრდასაც. 2023 წელს საქართველოში 7 მილიარდზე მეტი მოგზაური შემოვიდა,

უსაფრთხო ქვეყნებს შორის საქართველოს მოწინავე პოზიციას ოპოზიციაც აღიარებს, თუმცა მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ეს საკმარისი არ არის. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები კი კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის წინსვლას ხელისუფლების სწორ პოლიტიკას უკავშირებენ.

კიდევ ერთი წარმატება წილად ბათუმსაც ხვდა - ორგანიზაცია European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის ევროპის ხუთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მე-5 ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთთან, ესპანეთთან, იტალიასთან და შვეიცარიასთან ერთად ბათუმში მოგზაურობასაც ურჩევს. პლატფორმამ 2024 წლის ევროპის ტრენდული მიმართულებები მსოფლიოში მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად დაასახელა.

დღის ამბები