25 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
წარმოუდგენელია, კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია - ლევან ხაბეიშვილი

"წარმოუდგენელია, კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა. ლევან ხაბეიშვილმა კომენტარი პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ის შეხვედრაზე პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

"წარმოუდგენელია, კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი თავისუფალი იყოს. ამიტომ, არჩევნების დაკვირვების გარდა, მნიშვნელოვანია პრიორიტეტულ საკითხზე ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პასუხად, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შეეგუოს ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ჩადენილი დანაშაულის გამო, სასჯელს იხდის და ეს არჩევნებზე გავლენას ვერ იქონიებს.

"ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნის განადგურებით იყო დაკავებული, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხს აგებს და ამას უნდა შეეგუონ. ან, თუ უნდათ, ნუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მივიდნენ და დასცენ ბანაკი "ვივამედის" კლინიკის ეზოში. გავლენას დამკვირვებლებზე ვერ მოახდენს სააკაშვილის პატიმრობის ფაქტი. ეს ადამიანი გასამართლებულია," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები