25 ნოემბერი 2024,   16:14
ვრცლად
თბილისი - ევროპის ყველაზე მომხიბლავი ქალაქი, როგორც იქნა, დაბრუნდა მსოფლიო რუკაზე - ამ სათაურით ვრცელ სტატიას " ტელეგრაფი" ავრცელებს

თბილისი - ევროპის ყველაზე მომხიბლავი ქალაქი, როგორც იქნა, დაბრუნდა მსოფლიო რუკაზე - ამ სათაურით, ვრცელ სტატიას "ტელეგრაფი" ავრცელებს. ბრიტანული პრესა წერს, რომ პირდაპირი ფრენები გაერთიანებული სამეფოდან საქართველოს მიმართულებით მაისში აღდგება და ბრიტანელებს საშუალება ეძლევათ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღონ საქართველოს დედაქალაქში.

როგორც ბრიტანული მედია წერს, თბილისი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საუკეთესოდ გამოიყურება - საქართველოს დედაქალაქს პუბლიკაციაში ახალ ბერლინსაც კი უწოდებენ.

"ავიაკომპანია "ეარ ივერია" 13 მაისს დაიწყებს რეისს გეტვიკიდან თბილისის მიმართულებით. "აღმოსავლეთ ევროპა - ამ შემთხვევაში, თბილისი, ახალი, მრავალფეროვანი და აუცილებლად სანახავი ლოკაციაა.

ფრენების განახლება, საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისა და მჭიდრო კავშირების დამყარების მცდელობაა, რაც თავისთავად, გაზრდის ტურისტების რაოდენობას და დადებითად აისახება ქართულ ეკონომიკაზე.

საქართველო-ევროპის კულტურული ინტეგრაცია აისახა ქართული ხელოვნების ყველა სფეროზე - მოდაზე, მხატვრობასა და ფოტოგრაფიაზე."- წერს ტელეგრაფი საქართველოს შესახებ.

დღის ამბები