ტონი ლოპესი ამერიკიდან საქართველოში მეორედ ჩამოვიდა. ტურისტი ამბობს, რომ საქართველო მისთვის განსაკუთრებული ადგილია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს მოსწონთ არქიტექტურა, კულტურა, სამზარეულო. ”კურიერის” რესპონდენტები აქცენტს ქვეყნის მრავალფეროვნებასა და მშვიდ გარემოზე აკეთებენ.
საქართველოში ტურისტების მოზიდვის გეგმებსა და პრიორიტეტებზე საუბრობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. უწყებამ დღეს ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს, სექტორიდან შემოსავლებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 4 მილიარდ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 26. 2 მეათედი პროცენტით გადაუსწრო 2019 წლის ნიშნულს.
შემოსავლების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოგზაურთა ვიზიტები. გასულ წელს საქართველოში 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. მონაცემები, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 75-პროცენტიან აღდგენაზე მიუთითებს. ახალ მაჩვენებლებზე საუბრობენ ბიზნესის წარმომადგენლებიც.
4 მილიონს აჭარბებს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა. ციფრებს ეკონომიკის სამინისტროში მთავრობის სწორი სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით ხსნიან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში, 2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, მილიონ-ნახევარზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა.