შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქში - გეტებორგში მდებარე აკვაპარკში ძლიერი ხანძარია - ცეცხლმა გაანადგურა ობიექტის ინფრასტრუქტურა.
ხანძარი ერთ-ერთ სასრიალოსთან გაჩნდა და მთელ შენობას მოედო. ისმოდა აფეთქებების ხმაც.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.