25 ნოემბერი 2024,   16:14
ვრცლად
"თავზარდამცემი და არანორმალური" - ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტზე ტრამპის სიტყვებმა პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია

"თუ ნატო-ს ქვეყნები თავდაცვაზე საკმარისს არ დახარჯავენ, აშშ მათ არ დაიცავს. რეალურად, მე რუსებს წავახალისებდი, გაეკეთებინათ ის, რაც უნდათ" - წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერებთან, ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტზე ტრამპის სიტყვებმა პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. განცხადებას თეთრმა სახლმა "თავზარდამცემი და არანორმალური" უწოდა. უპასუხისმგებლო პოზიციად შეაფასა ტრამპის სიტყვები ექსპრეზიდენტის კონკურენტმა ნიკი ჰეილიმაც.

შეფასებები გაკეთდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც მიანიშნებს, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, საერთო უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის განცხადება მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირშიც.

ნატო-ს სტანდარტით, წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტი, მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2% უნდა იყოს, ტრამპისთვის კი წითელ ხაზებად რჩება ყველა იმ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს.

დღის ამბები