ფილიპინებზე, დავაო-დე-ოროს პროვინციაში, თითქმის ერთი კვირის წინ ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 68-ს მიაღწია, - ამის შესახებ BBC წერს.
ოფიციალური პირების განცხადებით, 51 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, თუმცა, მაშველები არ მალავენ, რომ მათი ცოცხლად პოვნის იმედი აღარ არსებობს.
მეწყერი ფილიპინებზე 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა.