25 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
უსაფრთხოება, ეკონომიკურ თანამშრომლობა და მმართველობა - საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში კონფერენციას ესწრება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელშია. უსაფრთხოება, ეკონომიკურ თანამშრომლობა და მმართველობა - საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

კონფერენციაზე მსჯელობენ ერთიან ეკონომიკურ სივრცესა და სხვადასხვა სოციალურ პროექტზე. განიხილება თუ როგორ უნდა ინტეგრირდნენ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სივრცეში.

მონაწილეებს სიტყვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარს მიშელი მიმართავს.

"ჩვენ გვენება შესაძლებლობა ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტარებთან ერთად ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესა და სოციალურ საკითხებს, ევროკავშირში და ევროკავშირის სამეზობლოში, კონკრეტულად კი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. ეს, ერთგვარად, არის უნიკალური ფორმატი, როდესაც ევროპარლამენტში იმართება ღონისძიება და ევროპარლამენტის კომიტეტებში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლები", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები