მიმდინარე წელს ბათუმში 9 სკოლის ძირითადი და დამატებითი შენობის მშენებლობა, ასევე 16 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.
ერთ-ერთი პროექტი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარეობს - სკოლა 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი. ასევე მიმდინარეობს, ბათუმის N16-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ახალი შენობის მშენებლობა. ეს სკოლა გათვლილია 2 000 მოსწავლეზე.
2024 წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მილიონ ლარზე მეტია. აჭარაში სულ 125 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კი რეაბილიტირებული სკოლების მოსანახულებლად იყო მისული.
"ბათუმში მიმდინარეობს 2 ახალი სკოლის მშენებლობა, დღეს მოვინახულეთ ყველაზე დიდი და მასშტაბური სკოლის მშენებლობა. ძალიან მალე დასრულდება მისი სრულად აღჭურვა და ძალიან მალევე დაიწყება სასწავლო პროცესიც," - აცხადებს რიჟვაძე.