25 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თუმცა დოკუმენტი ჯერ არ გაუსაჯაროებიათ

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება 9 თებერვალს მიულოცა. ეს განცხადება ადმინისტრაციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მმართველ გუნდში პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს და ქვეყნისთვის დამაზიანებელ ქმედებებზე ისაუბრეს.

"საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა", – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე სალომე ზურაბიშვილის მილოცვა არ იძებნება. მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართეს, დოკუმენტი გაესაჯაროებინათ, თუმცა ადმინისტრაციას დოკუმენტი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

დღის ამბები