თბილისში, ავლაბრის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.