25 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა - TASS

რუსეთში მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა, წერს საინფორმაციო სააგენტო TASS-ი.

ვლადიმირ პუტინთან ერთად, სიაში კიდევ სამი პოლიტიკოსია. ყველა მათგანი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში.

71 წლის პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს და არა მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის“ კანდიდატად.

ომი უკრაინაში, რომელსაც კრემლი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, მეორე წელიწადს უახლოვდება. მას ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი შეეწირა, მილიონობით უკრაინელი დევნილი გახდა. უამრავი ქალაქი და სოფელი ნანგრევებად იქცა.

დღის ამბები