25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო შეტევა "ჰუმანიტარულ კატასტროფას" უტოლდება.

მისი თქმით, სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად და მძევლების გასათავისუფლებლად, მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება, ერთადერთი გზაა.

"რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან. მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება ერთადერთი გზაა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები