25 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
თბილისი ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშებას მასპინძლობს

თბილისი ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშებას მასპინძლობს. სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ირანელ სპორტსმენს, ალი პაკდამანს, დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგარიშით 13:15 დათმო და ასპარეზობა მესამე საპრიზო ადგილით დაასრულა. ტურნირის გამარჯვებული სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი გახდა.

მსოფლიოს თასის გათამაშებას სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსოფლიოს თასის გათამაშებაში 42 ქვეყნის 204 სპორტსმენი, მათ შორის მსოფლიოს რეიტინგის 15 საუკეთესო მოფარიკავე მონაწილეობს. 

დღის ამბები