25 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
2024 წლის პირველი თამაში "რა? სად? როდის? ევროპის შესახებ" თბილისის 11 უბანსა და არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდა

პოპულარული თამაში "რა? სად? როდის? ევროპის შესახებ" საქართველოში მოგზაურობას აგრძელებს. 2024 წლის პირველი თამაში თბილისის 11 უბანსა და არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდა. რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად გამართულ მარათონში 850-ზე მეტი მოსწავლისგან შემდგარი 140-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა.

მონაწილეობის მიღება მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ. თამაშების სერია "რა? სად? როდის? ევროპის შესახებ" 2023 წელს დაიწყო და 2024 წელს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც ჩატარდება.

დღის ამბები