25 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედპერსონალი აქციას მართავს

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედპერსონალია შეკრებილი. ექიმები ითხოვენ, რომ კლინიკის დემონტაჟი არ მოხდეს. მათ შესაბამისი მიმართვაც გაავრცელეს.

როგორც ექიმი ნინო თათარაშვილი აღნიშნავს, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით, ექიმებმა ღია წერილით, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესაც მიმართეს.

"მივმართავთ ღია წერილით ახალ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების დიდი უმრავლესობა. ვთხოვთ, რომ დაწვრილებით გაეცნოს ჩვენს პრობლემას, მით უმეტეს, მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაჭრაში. გვინდა შევახსენოთ ის მდგომარეობა, რომელიც რესპუბლიკაში", - განაცხადა ექიმმა ნინო ოთარაშვილმა.

დღის ამბები