25 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
განათლების სამინისტრომ წარმატებული მეცნიერი ქალები დააჯილდოვა

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დააჯილდოვა. სიგელები მათ მინისტრის მოადგილემ გადასცა.

ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანაორგანიზებით გაიმართა. მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 11 თებერვალს, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება.

მისი მიზანია, მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა და გოგონათა ხელშეწყობა, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

დღის ამბები