კულტურის მინისტრმა, უფლისციხეში, სამუზეუმო სერვისების განვითარების საკითხი განიხილა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომდევნო ეტაპზე მუზეუმისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმ-ნაკრძალებში, კულტურის სამინისტრო უახლოეს მომავალში არსებული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას გეგმავს.
ამისათვის, საპილოტედ შეირჩა უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც სხვადასხვა ტიპის განახლებული სერვისები დაინერგება.
2023 წელს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოწყობისთვის 126 697 ლარი გამოიყო.