25 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
"აღიარებს წარდგენილ ბრალდებას" - რუსთავის ბაზარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

რუსთავის ბაზარში მომხდარი დანაშაულის საქმეზე დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 35 წლის გიორგი ორველაშვილსა და მის ძმას ბრალი გუშინ წარედგინათ.

ორველაშვილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მისი ძმის დაკავების მიზეზი კი გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღია. დგინდება, რომ იარაღი, საიდანაც ორველაშვილმა გაისროლა, მის ძმას ეკუთვნის. სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. 

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ბრალს აღიარებს, თუმცა დანაშაულის ჩადენის მოტივზე არ საუბრობს.

"აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ბ" და "ლ"  ქვეპუნქტებით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში. ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაწილში გიორგი არაფერს ამბობს. მისი გადმოცემით, ის ჯანმრთელია. რაც შეეხება მოტივს, ამაზეც არ საუბრობს, რომ მუშაობდა ამაზე საუბრობს, მაგრამ კონკრეტულად რა იყო მკვლელობის მიზეზი, ამაზე არაფერს არ ამბობს. ამბობს, რომ უმეთვალყურეოდ იყო იარაღი, აიღო და ჩაიდინა ის, რასაც ედავება დღეს გამოძიება", - განაცხადა ადვოკატმა. 
დღის ამბები