25 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ჯიმ ობრაიენი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მილოცვებს იღებს. ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში - ჯიმ ობრაიენი.

"ვულოცავთ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან მუშაობას და მათთან ერთად, ქართველი ხალხისთვის დემოკრატიული, აყვავებული და ევროპული მომავლის შექმნას”,- წერს ობრაიენი.

დღის ამბები