25 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
"სკი კროსი" - ბაკურიანი მსოფლიო თასის მორიგ ეტაპს მასპინძლობს

ბაკურიანი სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია. ზამთრის კურორტი მსოფლიო თასის მორიგ ეტაპს მასპინძლობს. "სკი კროსი" - ასე ჰქვია სახეობას, რომელშიც პირველობის მოპოვებას 12 ქვეყნის 60 სპორტსმენი ცდილობს, მათ შორის არიან ქართველი ათლეტებიც.

პირველ საშეჯიბრო დღეს, გამარჯვებულებიც ჰყავს როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა თანრიგში. ქალებში საუკეთესო კანადელი მერიელ ტომპსონი გახდა, ხოლო მამაკაცებში - დევიდ მობერგი. მსოფლიო თასის ეტაპი ხვალ დასრულდება.

დღის ამბები