25 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
საკონცერტო სამზადისი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში - საქართველოში გერმანიიდან სპეციალური მოწვევით, დირიჟორი გოჩა მოსიაშვილი ჩამოვიდა

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საკონცერტო სამზადისია. საქართველოში გერმანიიდან სპეციალური მოწვევით, დირიჟორი გოჩა მოსიაშვილი ჩამოვიდა, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას უდირიჟორებს. 

კონცერტი მთლიანად იოჰანეს ბრამსს მიეძღვნება. საღამოზე შესრულდება ბრამსის პირველი სიმფონია. სცენაზე ორკესტრთან ერთად, სახელმწიფო კაპელა იქნება. კლასიკური მუსიკის მსმენელი „ნენიას“ და "ბედისწერის სიმღერას" - გუნდისა და ორკესტრისთვის მოისმენს.

ეს სიმფონიური ორკესტრის და დირიჟორის მესამე ერთობლივი კონცერტია სამშობლოში. მუსიკოსების ახლა ერთობლივად სცენაზე, ბოლო რეპეტიციას გადიან. 

ბრამსის მუსიკალურ ნაწარმოებებს მსმენელი 11 თებერვალს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ- კულტურულ ცენტრში, სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე მოისმენს.

დღის ამბები