25 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე ილჰამ ალიევისთვის პრეზიდენტად არჩევა არ მიულოცავს - რას ამბობენ სახელისუფლებო გუნდში

ამ დრომდე, სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის პრეზიდენტად არჩევა არ მიულოცავს. იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანის პირველ პირს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილის სიჩუმე მმართველი ძალისთვის არადიპლომატიური ჟესტია.

რატომ დუმს პრეზიდენტი - ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ, ოპოზიციურ პარტიებში კი, საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ. მაგალითად, "გირჩი" ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი მილოცვას გააჭიანურებდა. პარტიაში ფიქრობენ, რომ მას უბრალოდ, დაავიწყდა.

განსხვავებულია ოპოზიციის მეორე ნაწილის შეფასება, სადაც მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის ცესკოს საბოლოო შედეგებს ელოდება და მილოცვას სწორედ მაშინ გაავრცელებს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რომლის დარღვევაც პრეზიდენტის ინსტიტუტზე რეპუტაციული თვალსაზრისით უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო დონეზე, პარტნიორებთან საქართველოს ინტერესებს მიზანმიმართულად აზიანებს.

ილჰამ ალიევი, პრეზიდენტად ორი დღის წინ, აზერბაიჯანის მოსახლეობის 92%-მა აირჩია. მას გამარჯვება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც მიულოცეს, მათ შორის, სერბეთის, უკრაინის, მოლდოვას პირველმა პირებმა და ასევე, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.

დღის ამბები