25 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ყოფილი "ნაციონალები" არ არსებობენ, მაგალითად გვარამია საკუთარი ხელებით ჭედდა იმ ჯოჯოხეთს, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წლიანი პერიოდი ერქვა - გია ცაგარეიშვილი

"ყოფილი ნაციონალები არ არსებობენ" - ასე ეხმიანება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი  მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირებულ ადამიანებს.

მას ამის მაგალითად ნიკა გვარამია მოჰყავს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში მომხდარ მოვლენებზე, ერთ-ერთ მთავარ პასუხისმგებელ ფიგურანტად ასახელებს:

"ყოფილი კაგებეშნიკები არ არსებობენ, ასევე არ არსებობენ ყოფილი ნაციონალები - ეს გამორიცხულია. ადამიანი, რომელიც სააკაშვილის იდეებით იყო მოწამლული, ვერავითარ ახალ ძალას ვერ გააკეთებს. ეტყობა როგორღაც გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი თავებისთვის, რომ ნოემბრიდან-ნოებრმადე ამ საშინელი ფილმის დამდგმელი რეჟისორი და გამხმოვანებელი გვარამია, არის ფრთიანი ანგელოზი და ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში. ასევე გადაწყვეტილი აქვთ თავისი თავისთვის, რომ ამ ადამიანების, მათ შორის მათი ახალი კუმირის - გვარამიას - "წმინდა ძროხად" გადაქცეულის მიერ დარბეული მიტინგები, დაქცეული ჩვენი ქვეყანა, დატერორებული ბიზნესი - თურმე მისაღები ყოფილა. ამას აკეთებდა გვარამია, ის საკუთარი ხელებით ჭედდა იმ ჯოჯოხეთს, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წლიანი პერიოდი ერქვა ამ ქვეყანაში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი. 

 

დღის ამბები