25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

წარმოდგენილი ქანდაკებები საჯარო სივრცისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მათი უმეტესობა საბჭოთა იდეოლოგიასთან შეუსაბამობის გამო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. ფოტო და ვიდეომასალის სახით წარმოდგენილია ვაჟა მელიქიშვილის მიერ საბჭოთა პერიოდში სენაკში დადგმული "კუბი".

გამოფენის გახსნას ხელოვანის ოჯახის წევრები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები