25 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ვინც სააკაშვილის პარტიას ემიჯნება, უბრძანეს, რომ შეიქმნას რაღაც ფსევდო-შუაშისტური მოძრაობა, დაბეჩავებული ხაბეიშვილის ირგვლივ ასოცირება, ბუნებრივია დამაზიანებელია - ბექა ოდიშარია

არჩევნებამდე 8 თვით ადრე, ოპოზიცია სტრატეგიებს ამუშავებს. ერთობა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებლს" გამოუვიდა, პოლიტიკურ ველზე არსებული ოპოზიციონერები, ახლა სააკაშვილის პარტიას ემიჯნებიან და დისტანცირებას ცდილობენ. ამის მიღმა მმართველი გუნდი მიზანმიმართულ კამპანიას ხედავს.

მათი თქმით, ოპოზიცია ახალი სახელით და ახალი გეგმებით, "ნაციონალურ მოძრაობას" იდეურად მაინც გაემიჯნება და ფორმალურად ეს პარტია აღარც არსებობს.

"არსებობს რაღაც გარე ინსტრუქცია, რის შესაბამისადაც მოქმედებენ ეს ადამიანები, ამით არის გამოწვეული "ნაცმოძრაობის" ორდღიანი ფსევდო-კათარზისი. მათ უბრძანეს, რომ დაეტიონ ერთ ადგილას და გადაინაცვლონ მეორე პლანზე, რადგან შეიქმნას რაღაც ფსევდო-შუაშისტური მოძრაობა. რომ არა კონსულტანტების რჩევა-დარიგება-ბრძანებები, ეს ხალხი ასე არც მოიქცევა.

ისინი დისტანცირებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ესეც არის დიდი სტრატეგიის ერთ-ერთი ტაქტიკური სვლა. ამ ეტაპზე ასეთი დაზიანებული და დაბეჩავებული ხაბეიშვილის ირგვლივ ასოცირება, ბუნებრივია მათთვის დამაზიანებელია," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია. 

დღის ამბები