რუსთავის ბაზარში მომხდარი დანაშაულის კიდევ ერთი ფიგურანტი, ბრალდებულის ძმა დაკავებულია.
დგინდება, რომ იარაღი, რომლითაც 35 წლის გიორგი ორველაშვილმა 4 ადამიანი მოკლა, მის ძმას ეკუთვნოდა.
დანაშაულზე კი გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ორივე დაკავებული ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
რაც შეეხება დაჭრილს, რომელიც თავდამსხმელის ბიძაშვილია, როგორც ექიმი აცხადებს, მის სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრება.