ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, კრემლის აგრესია, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრებმა თავდაცვის ინდუსტრია უნდა გააძლიერონ.
მისივე განცხადებით, რუსეთის აგრესიის შეჩერებისთვის აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა და ნატოს სამხედრო წვრთნების გააქტიურება, რადგან რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ეკონომიკას უკვე ამზადებს.