25 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ევროპის ყველა სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს და მობილიზდეს, რათა რაც შეიძლება მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას - ოლაფ შოლცი

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა, აშშ-ის კონგრესს, უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს. გერმანიის კანცლერმა შტატების პრეზიდენტთან, თეთრ სახლში ვიზიტისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობები ამერიკასა და გერმანიას შორის ყველაზე აქტიური, მჭიდრო და მეგობრულია ბოლო ათწლეულის მანძილზე. ჩვენ ვცდილობთ დავძლიოთ ძირითადი გამოწვევები და კრიზისი, რომელშიც ახლა მსოფლიოა გახვეული. ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაა. რუსეთი არღვევს არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ამიტომ აუცილებელია მის შესაკავებლად მივიღოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება ახლავე, რათა მხარი დავუჭიროთ კიევს.

ევროპის ყველა სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს და მობილიზდეს, რათა რაც შეიძლება მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას. გერმანია აქტიურად გამოყოფს თანხებს დახმარებისთვის. განხილვის პროცესშია აშშ-ის მხარდაჭერის საკითხიც. გერმანიაც და შტატებიც დარწმუნებულები ვართ, რომ კონგრესმა დახმარება ახლა უნდა დაადასტუროს", - აცხადებს ოლაფ შოლცი.

 

 

 

დღის ამბები