25 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ბაღდათში სტიქიის ზონაში დღეს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან

ბაღდათში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილი 9 ადამიანიდან ორს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე იკრიბებიან დაღუპულების ახლობელები, რიგითი მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფელ ნერგეეთში გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

მოსახლეობის ნაწილს კომუნიკაცია აღუდგა. დამეწყრილ ტერიტორიაზე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს.

სტიქიის ზონაში დღეს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან. ირაკლი კობახიძე, როგორც მთავრობის მეთაური, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა.

"სტიქიის ზონაში დასრულებულია გატანის და დატერასების სამუშაოები, გზა გახსნილია, კომუნიკაციები აღდგენილია. გუშინ, მთელი დღის მანძილზე მუშაობდა "სოკარი" და "ენერგოპრო" და ჩვენს მოქალაქეებს მიეწოდება როგორც ბუნებრივი აირი, ასევე ელექტროენერგია. მიმდინარეობს სხვა სამუშაოები, რომლებიც უკვე თანმხლებია გზის პირების. მოქალაქეები რჩებიან გამოსახლებული, მანამ სანამ არ იქნება გეოლოგების დასკვნა", - ამბობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ენუქიძე.

 

დღის ამბები