ზუგდიდის მერიასა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, მხარს დაუჭერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ყოვლისმომცველი საშუალოვადიანი სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავებაში.
აღნიშნული დოკუმენტი, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით შემუშავდება. პროგრამა მხარს უჭერს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე, ბიზნესების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.