25 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ბაკურიანი კვლავ სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია - "სკი კროსში" პირველობის მოპოვებას, 12 ქვეყნის 60 სპორტსმენი შეეცდება

ბაკურიანი კვლავ სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია, ზამთრის კურორტი მსოფლიო თასის მორიგ ეტაპს მასპინძლობს, თუმცა ამჯერად სხვა დისციპლინაში.

"სკი კროსი" - ასე ჰქვია სახეობას, რომელშიც პირველობის მოპოვებას 12 ქვეყნის 60 სპორტსმენი შეეცდება, მათ შორის არიან ქართველი ათლეტებიც.

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპის პირდაპირი ტრანსლაცია 15 ქვეყანაში განხორციელდება. საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები ბაკურიანში სათხილამურო სპორტში წამყვანი ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ, მათ შორის შვეიცარიიდან, შვედეთიდან, კანადიდან და საფრანგეთიდან.

გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უკვე უმასპინძლა ა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. შესაბამისად, კურორტმა ზამთრის სახეობების რუკაზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები