25 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"ხანდაზმული კაცი ცუდი მეხსიერებით" - 345 გვერდიანი პოლიტიკური ბომბი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ

"ხანდაზმული კაცი ცუდი მეხსიერებით" - სპეციალურმა პროკურორმა შეერთებული შტატების 81 წლის პრეზიდენტს 345 გვერდიანი პოლიტიკური ბომბი ესროლა. რობერტ გურის დასკვნამ ჯო ბაიდენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იხსნა, თუმცა მისმა დოკუმენტმა ბევრად უფრო დიდი დარტყმა მიაყენა პრეზიდენტს. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები მით უფრო დიდი პრობლემა ხდება ბაიდენის ასაკი ამომრჩევლისთვის. ამბობს ჰელმუდ კოლს, გულისხმობს ანგელა მერკელს, უნდა თქვას ემანუელ მაკრონი და ახსენებს ფრანსუა მიტერანს, ეგვიპტის პრეზიდენტს მოჰამედ ას-სისის კი, მექსიკის პრეზიდენტს უწოდებს.

ბოლო წვეთი საკუთარი ვაჟის გარდაცვალების თარიღი გახდა. ჯო ბაიდენმა ვერ გაიხსენა ვერც შვილის დაღუპვის წელი და ვერც ვიცე-პრეზიდენტობის წლები.

ბუნდოვანი, მცდარი, ცუდი, მნიშვნელოვნად შეზღუდული - ამ სიტყვებს ხმარობს საგამოძიებო უწყება სკანდალურ დასკვნაში, სადაც წერია, რომ 81 წლის პრეზიდენტს მეხსიერებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

თუმცა არც 77 წლის დონალდ ტრამპია უშეცდომო. ყოფილმა პრეზიდენტმა მის მთავარ კონკურენტს ნიკ ჰეილს ცოტა ხნის წინ ნენსი პელოსი უწოდა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს კი თურქეთის ლიდერი.

რომელს აირჩევს ამერიკა? -ეს 5 ნოემბერს გაირკვევა.

საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის წესების დარღვევის საქმეზე, პრეზიდენტს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ, თუმცა იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები, ბაიდენს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, სერიოზულ ზიანს აყენებს. საქმე ის არის, რომ დოკუმენტში, 81 წლის პრეზიდენტის მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც არის საუბარი.

სპეცპროკურორ რობერტ ჰურის მოხსენების საპასუხოდ, ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგი მოიწვია. პრეზიდენტი სიბრაზეს ვერ მალავდა.

ბაიდენმა, ოპონენტებს, მისი მეხსიერების ეჭვქვეშ დასაყენებლად, კიდევ ერთი არგუმენტი დღესაც მისცა. მან ეგვიპტის პრეზიდენტს, მექსიკის პრეზიდენტი უწოდა. საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის დელავერის სახლში აღმოჩნდა. მათი ნაწილი ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდისაა. ნაწილი კი უფრო ძველი, როდესაც ის სენატორი იყო. სპეციალური პროკურორის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საიდუმლო დოკუმენტების დაუცველ ადგილებში შენახვის პრაქტიკა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკოა.

ჰურის დასკვნაში მოყვანილ ფრაზებს, ბაიდენის ასაკსა და მეხსიერებაზე სამართლის სპეციალისტებმა შეუსაბამო და ბაიდენისთვის დამაზიანებელი უწოდეს.

დოკუმენტების რეზიდენციაში უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი დონალდ ტრამპს. ბაიდენის და ტრამპის საქმეები განსხვავებულია. მოქმედმა პრეზიდენტმა გამოძიებასთან ითანამშრომლა. იმის მიუხედავად, რომ მის გამოკითხვას, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის დღეები დაემთხვა. რაც შეეხება ტრამპს, საბრალდებო დასკვნის მიხედვით ის თვეების განმავლობაში არ აბრუნდებდა საიდუმლო დოკუმენტებს და გამოძიებას ხელს უშლიდა.
 

დღის ამბები