საქართველო ვაჟა აზარაშვილს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდზე, რომელიც სახელმწიფო კონსერვატორიაში მიმდინარეობს, კომპოზიტორის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წვერებმა მიუსამძიმრეს.
ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპოზიტორმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, არაერთი უნიკალური ნაწარმოებები შექმნა. აზარაშვილს ხვალ მახათას პანთეონში დაკრძალავენ.