25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
დოკუმენტაციის შესწავლით აღმოვაჩინე, რომ გიორგი სიორიძეს წილები ჰქონდა ონლაინ კაზინოში და 2023 წელს, თავის მეუღლეს ჩუქების გზით გადაუფორმა - დავით ჩიხელიძე

რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარე, "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის დეკლარაციაში ინფორმაციის დამალვაზე საუბრობს. 

დავით ჩიხელიძემ დოკუმენტები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გიორგი სიორიძემ 2022 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მეწილე იყო. კომპანია კი დავით ჩიხელიძის ცნობით, ონლაინ კაზინოებს და ტოტალიზატორებს ფლობს.

"სიორიძე ცდილობს, რომ ოპოზიციას წარმოუდგეს სუფთა, წმინდა სპეტაკი პოლიტიკოსის სახით. რეალურად, დოკუმენტაციის შესწავლით აღმოვაჩინე, რომ გიორგი სიორიძეს წილები ჰქონდა ონლაინ კაზინოში. 2023 წელს, თავის მეუღლეს ჩუქების გზით გადაუფრომა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შემდეგ, ოპოზიცია დაირაზმა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა არის მიუღებელი მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია და ა.შ. ისწრაფვიან ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას. განსაკუთრებით გამოირჩევა თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი. უსუფაშვილი თავის მხრივ, არის ლელოს წევრი და როცა ჩვენ დეკლარაციებს ვნახულობდით, იქ აღმოჩნდა ერთი საინტერესო დეტალი, რომ ბატონი სიორიძის მეუღლე უკვე წლებია მუშაობს ჩინურ კომპანიაში. მისთვის ორმაგი სტანდარტით თამაში არის ჩვეულებრივი მოვლენა და როდესაც ის პოზიციონირებს, რომ „მე ვიქნები არაპარტიული და ობიექტურად ვუხელმძღვანელებ ცესკოს,“ რეალურად, მან კარგად იცის, რომ ყოველთვის შეასრულებს პარტიულ დავალებას,“ - ამბობს დავით ჩიხელიძე.

ცნობისთვის გიორგი სიორიძე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში "ლელოს" კვოტით არის, ამბობს, რომ პარლამენტი მეორე მოსმენით იღებს პროექტს, ერთპარტიული ცესკოს დაკანონების შესახებ. მისივე თქმით, მიუღებელია ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმება. 

 

 

 

დღის ამბები